ხ.დ.კ.

logo
slider left

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია უძრავი ქონების შეძენა საქ-ში?

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ - ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუზღუდავად.

ვინ ახორციელებს უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციას?

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

რა საბუთებია საჭირო უძრავი ნივთის შესაძენად?

  • განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ საჯარო რეესტრში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ; (მზადდება კომპანიის მიერ უსასყიდლოდ)
  • სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი).

რა ვადაშია შესაძლებელი ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და რა თანხებთან არის დაკავშირებული?

საკუთრების რეგისტრაცია 1 დღეშიც არის შესაძლებელი

საკუთრების რეგისტრაციის ვადები და შესაბამისი საფასური იხილეთ ცხრილში:

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

50 ლარი

1 სამუშაო დღეში

150 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი

მოქმედებს თუ არა ქონების გადასახადი საქართველოში?

ფიზიკური პირი საქართველოში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია მანამ, სანამ მისი წლიური შემოსავალი (იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული/დეკლარირებული შემოსავალი) არ გადააჭარბებს 40 000 ლარს

რას მოიცავს პროექტის ინფრასტრუქტურა და როგორია ინფრასტრუქტურით სარგებლობის საფასური?

მომსახურების საფასური ჩვენს კომპლექსში შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 1 აშშ დოლარისა კვ.მ-ზე. მაცხოვრებლისთვის ნებადართულია ისარგებლოს საერთო ტერიტორიით, რომელშიც შედის:  ღია საცურაო აუზები, როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზარდებისთვის. პარკინგი -გათვლილი 600 ავტომობილზე, რეკრეაციული ზონა, რომელიც გაშენებულია 13,400კვ.მ-ზე და ასევე ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედანი.

რა სახის ობიექტები იქნება განთავსებული კომპლექსში?

კომპლექსში განთავსებული იქნება საერტაშორისო ბრენდის სასტუმროები Ibis Styles Batumi და Novotel Living, რესტორნები, ბარები, კაზინო, სპა ცენტრი, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნები, საკონფერენციო დარბაზები

როდის სრულდება კომპლექსი?

4 -ვე აპარტოტელის სამშენბელო და სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, დაწყებულია ეზოს მოპირკეთების და გამწვანების სამუშაოები, სასტუმროები კი 2021 წელს იხსნება.

ნებაყოფლობითია თუ არა ბინის გაქირავება?

ბინის გაქირავება სრულად ნებაყოფლობითია. თქვენ გაქვთ არჩევანის თავისუფლება  გამდოგვცეთ  აპარტამენტი მართვაში ან თქვენ თავად გააქირაოთ.

რას მოიცავს შავი კარკასის კონდიციის ბინები?

შავი კარკასის კონდიციის მქონე ბინის ღირებულებაში შედის შესასვლელი კარი და ფანჯრები, მოჭიმული იატაკი. ასევე წყლის, კანალიზაციისა და ელექტროენერგიის წერტილები.

რას მოიცავს ბინები დასრულებული რემონტით?

აპარტოტელებში ბინებს ვაბარებთ დასრულებული რემონტით, ღირებულებაში შედის: Vitra-ს აქსესუარებით დაკომპლექტებული აბაზანა, ჩაშენებული სამზარეულო, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემა და ასევე ჭკვიანი სახლის 4 ფუნქცია საჩუქრად: მოძრაობის დეტექტორი, კვამლის დეტექტორი, წყლის გაჟონვის დეტექტორი, კარ-ფანჯრის გაღება-დაკეტვის სენსორი.


როგორია გადახდის პირობები White Sails -ის კომპლექსში?

ბინის შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ  შიდა უპროცენტო განვადებით:

  • ვადა - 24 თვემდე;
  • პირველადი შენატანი -   40%-მდე;

საქართველოს, თიბისის ან ვითიბი ბანკების გამარტივებული იპოთეკური სესხებით

ვის და როგორ შეუძლია ბინადრობის ნებართვის მიღება?

ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს.

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ბინადრობის ნებართვისთვის განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე  რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომლის გაგრძელებაც შეიძლება უძრავი ნივთის (ბინის) ფლობის ვადის შესაბამისად.