ჩვენ შესახებ

logo
slider left

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

კომპლექსი WHITE SAILS   ჯამში განთავსებულია 29, 445 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, და მოიცავს ორ 16 სართულიან და ორ 18 სართულიან აპარტოტელებს, ერთ 20 სართულიან საცხოვრებელ სახლსა და  ორ ბრენდულ სასტუმროს, რომელთაგან ერთ-ერთი Ibis Styles Batumi, ხოლო მეორე Novotel Living-ია. აღსაღნიშნავია, რომ 13,000 კვ.მ მხოლოდ რეკრეაციულ ზონას მოიცავს.

საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 1000-ზე მეტი აპარტამენტი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური კომფორტითა და მომსახურების მაღალი დონით. დახვეწილი არქიტექტურის დამსახურებით თითქმის ყველა აპარტამენტს აქვს ზღვისა და ბულვარის ულამაზესი ხედი.

კომპლექსში გათვალისწინებულია ეზო, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც მოზარდებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც, ასევე რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სპორტული მოედანი და დარბაზები, გასართობ-გამასაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა და უფასო საპარკინგე ტერიტორია. ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობის რეკრეაციული ზონით უზრუნველყოფა, შესაბამისად ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ ტერიტორიას.

პროექტის ინიციატორია საინვესტიციო კომპანია „AR Meridians“, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან არქიტექტურულ კომპანია BWC Project Group-ის ბაზაზე, რომელსაც ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი პორტფოლიო ითვლის 35-ზე მეტ მაღალი კლასის შენობა-ნაგებობას, 15-ზე მეტ ადმინისტრაციულ შენობას, 21 სასტუმროს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს, აეროპორტებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ჯამში 1 მლნ კვ/მ-ზე მეტ მშენებლობას. მნიშნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ANAGI , რომელიც ბაზარზე 1989 წლიდან მოქმედებს.

რას გთავაზობთ?

გარემონტებული აპარტამენტები ზღვის სანაპიროზე

აპარტამენტები დასრულებილი რემონტით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით და ჭკვიანი სახლის ფუნქციებით. აპარტამენტებში გამოყენებულია: 

  • ენერგოეფექტური ქაფ-ბლოკი, ხმის იზოლაციის ფუნქციით;
  • ეკოლოგიურად სუფთა კაპაროლის ბრენდის საღებავი;
  • გერმანული ბრენდი VEKA-ს კარ-ფანჯარა; 
  • VITRA-ს ანტიბაქტერიული, მარტივად საწმენდი, თანამედროვე დიზაინის აბაზანის აქსესუარები

გარემონტებული აპარტამენტები ზღვის სანაპიროზე

"ჭკვიანი სახლი" როცა შორს ხართ

ჩვენი პრიორიტეტია აპარტამენტების მფლობელებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ყველა აპარტამენტი აღვჭურვეთ „ჭკვიანი სახლის“ (SMART HOUSE) სისტემით, რაც საშუალებას მოგცემთ დისტანციურად მართოთ თქვენი აპარტამენტი. ჭკვიანი სახლის 4 ფუნქცია: 

  • მოძრაობის დეტექტორი; 
  • კვამლის დეტექტორი; 
  • წყლის გაჟონვის დეტექტორი; 
  • ფანჯარა-კარის გაღება-დაკეტვის სენსორი.

"ჭკვიანი სახლი" როცა შორს ხართ

საიმედო და მომგებიანი ინვესტიცია

სურვილის შემთხვევაში ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავების მენეჯმენტს, რაც საშუალებას მოგცემთ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. 

საიმედო და მომგებიანი ინვესტიცია