ჩვენი უპირატესობებიჩვენი უპირატესობები

მრავალფუნქციური კომპლექსი WHITE SAILS გასაკუთრებულად მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ქალაქის მტვერის, ხმაურისა და გამონაბოლქვისგან შორს იცხოვროს. ზღვა, ბულვარი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულამაზესი ხედები და ერთ კომპლექსში მოქცეული სრულყოფილი თანამედროვე ინსფრასტრუქტურა შესაძლებლობას გაძლევთ იცხოვროთ ან დაისვენოთ მაქსიმალური კომფორტითა და საუკეთესო მომსახურებით უზრუნველყოფილ გარემოში.

ტერიტორიაზე განთავსდება დახურული და ღია აუზები, ჩოგბურთის კორტები, ბოულინგ ცენტრი, ფიტნეს და სპა ცენტრები, რესტორნები, სხვადასხვა დანიშნულების მაღაზიები, საბავშვო სათამაშო მოედნები, რეკრეაციული ზონა, კაზინოები და კიდევ ბევრი სხვა დასვენებისა თუ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ჩვენი მაღალი სტანდარტებით გარემონტებული აპარტამენტები აღჭურვილი იქნება Smart House სისტემით, რაც შესაძლებლობას გაძლევთ საჭიროებისამებრ დისტანციურად მართოთ თქვენი სახლი.

სასწავლო-საფინანსო კორპორაციის Doing Business კვლევის თანახმად, საქართველო რეიტინგით მერვე ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის გათვალისწინებით, რაც ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მობილიზებას და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • კერძო პირებისთვის ქონების გადასახადის არარსებობა
  • გაფორმების სწრაფი და უსაფრთხო პროცესი
  • ელექტრონული დაბეგვრა და კორუფციის არარსებობა
  • აზარტული თამაშების ლეგალურობა (რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით)
  • უვიზო რეჟიმი 94 ქვეყანასთან

ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამარტივებს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას და ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის სწრაფ ზრდას. ბათუმის სტრატეგიული მდებარეობა, კარგად განვითარებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ჯანსაღი ბიზნეს გარემო საშუალებას გაძლევთ იდეალურად შეუთავსოთ ერთმანეთს დასვენება და საქმიანი აქტივობები და ხელს უწყობს მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებას.