ჩვენ გთავაზობთჩვენ გთავაზობთ
  • გარემონტებული აპარტამენტები ზღვის სანაპიროზე 

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები სულ უფრო და უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში. ჩვენი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 1000-ზე მეტი მაღალი კლასის აპარტამენტი უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტითა და საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით. ორიგინალური არქიტექტურის დამსახურებით თითქმის ყველა აპარტამენტიდან იშლება ზღვის და ბულვარის ულამაზესი ხედი. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს აპარტამენტების სრულფასოვან რემონტს მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით მფლობელის მიერ წინასწარ შერჩეული დიზაინის საფუძველზე.

 

  • "ჭკვიანი სახლი" როცა შორს ხართ

ჩვენი პრიორიტეტია აპარტამენტების მფლობელებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ყველა აპარტამენტი აღვჭურვეთ „ჭკვიანი სახლის“ (SMART HOUSE) სისტემით, რაც საშუალებას მოგცემთ დისტანციურად მართოთ თქვენი აპარტამენტი და საჭიროების შემთხვევაში ჩართოთ/ გამორთოთ ელექტრო ან წყლის სისტემები.  მომხმარებლის სურვილისამებრ შესაძლებელია „ჭკვიანი სახლის“ დამატებითი ფუნქციების ჩართვა.

 

  • საიმედო და მომგებიანი ინვესტიცია 

სურვილის შემთხვევაში ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავების მენეჯმენტს, რაც საშუალებას მოგცემთ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. 

 

შეიძინეთ აპარტამენტი ულამაზეს კომპლექსში WHITE SAILS  და ამით განახორციელეთ თქვენი კაპიტალის ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია!

 

                ინფრასტრუქტურა:

  • დახურული და ღია აუზები
  • კაზინოები
  • საკონფერენციო დარბაზები
  • მაღაზიები
  • სუპერმარკეტი
  • ბარები
  • რესტორნები
  • სატრენაჟორო დარბაზები
  • სპა ცენტრები
  • ჩოგბურთის კორტები
  • ბოულინგ ცენტრი
  • რეკრეაციული ზონა
  • საპარკინგე ტერიტორია

           

               მომსახურება:

  • რეცეფცია
  • კონსიერჟი
  • 24 საათიანი დაცვა
  • ტექნიკური მომსახურება
  • უფასო პარკინგი
  • ნარჩენების გატანა