ჩვენ შესახებჩვენ შესახებ

WHITE SAILS  წარმოადგენს პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და აპარტამენტებისგან შემდგარ უნიკალურ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით და საუკეთესო მდებარეობით ზღვის სანაპიროზე ბათუმის ახალ ბულვარში. პროექტით გათვალისწინებულია ორი პრემიუმ კლასის სასტუმროს და ხუთი 16, 18 და 20 სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა.

საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 1000-ზე მეტი გარემონტებული აპარტამენტი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური კომფორტითა და მომსახურების მაღალი დონით. დახვეწილი არქიტექტურის დამსახურებით თითქმის ყველა აპარტამენტს ექნება ზღვის  და ბულვარის ულამაზესი ხედი.  მშენებლობას ახორციელებს ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანია ANAGI

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება დახურული და ღია აუზები, ფიტნეს ცენტრები, რესტორნები, კაზინოები, მაღაზიები,  საკონფერენციო დარბაზები, ბოულინგ ცენტრი, სუპერმარკეტები, ჩოგბურთის კორტები, ბავშვთა გასართობი მოედანი, უფასო საპარკინგე ტერიტორია. ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობის რეკრეაციული ზონით უზრუნველყოფა, შესაბამისად ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ ტერიტორიას.

პროექტის ინიციატორია საინვესტიციო კომპანია AR Meridians, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან საპროექტო კომპანია BWC-ის ბაზაზე. კომპანიის თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით, ჩვენ მოვიპოვეთ მაღალ ხარისხზე და სიახლეებზე ორიენტირებული სანდო ორგანიზაციის რეპუტაცია, რაც უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდისა და წარმატებული თანამშრომლობისათვის.