მიმდინარე სამუშაოები White Sails-ში
2020-06-09

A, B, E და F კორპუსებში დასრულებულია კორიდორის ჭერების სამონტაჟო სამუშაოები თავისი განათებითა და სახანძრო სისტემებით.

A, B, E და F კორპუსებში დასრულებულია სტუდიოს ტიპის ბინებში სამზარეულოების მონტაჟი.

A, B, E და F კორპუსებში დასრულებულია სააბაზანო ოთახებში აქსესუარების მოწყობა;

C/D საცხოვრებელი სახლი - დასრულდა აივნების შემინვა და სახურავზე საიზოლაციო სამუშაოები. დაიწყო ელექტრო გაყვანილობის და წყალ-კანალიზაციის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები;

პარკინგის ორივე ზოლში დასრულდა  ფილების დაგება და დაწყებულია ველობილიკის მოწყობა;

აქტიურად მიმდინარეობს ეზოს გამწვანება

საბავშვო აუზში დასრულდა ლაინერის გაკვრა, ხოლო დიდ აუზში მიმდინარეობს სამუშაოები;