მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი და სახურავების ჰიდრო და თერმო იზოლაცია დასრულდა
2018-11-03

კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. A, B, E  და F კორპუსებში დასრულდა რკინა-ბეტონის მონოლითური სამუშაოები, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი და სახურავების ჰიდრო და თერმო იზოლაცია.

E  და F კორპუსებში გრძელდება ფასადის შიდა ბინების მობათქაშება (შელესვა) და ფასადის სამღებრო სამუშაოებისათვის მომზადება.

საცხოვრებელ კორპუსში C/D დაიწყო მეხუთე სართულის მშენებლობა.

სამშენებლო სამუშაოები დაიწყო სასტუმროებში:

H1 - დასრულდა საძირკველის მომზადება მშენებლობისთვის

H2- სრულდება პირველი სართულის მშენებლობა