White Sails საერთაშორისო გამოფენაზე ჰონგ კონგში The First Belt and Road International Food Expo
2018-07-06

საქართველოს ტურისტული პოტენციალის და საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით პროექტმა WHITE SAILS მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგში გამართულ საერთაშორისო გამოფენასა და კონგრესში The First Belt and Road International Food Expo (Hong Kong). გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები, ინვესტორთა ასოციაციები, 2150 კომპანია 65 ქვეყნიდან და 15000 ვიზიტორი. საქართველოს პავილიონი დიპლომატების, ინვესტორების და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, გაიმართა ბევრი საინტერესო შეხვედრა და საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტებს.