White Sails - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
 
მიმდინარეობს შენობების ფასადის და შიდა ტიხრების სამუშაოები ქაფბლოკის გამოყენებით
2017-09-26

 

შენობების შიდა ტიხრების და ფასადის სამუშაოები მიმდინარეობს მაღალი ხარისხის ქაფბლოკის გამოყენებით. ქაფბლოკი გამოირჩევა უამრავი უპირატესობით, რაც კომპლექსის მცხოვრებლებს უზრუნველყოფს დამატებითი კომფორტით და მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომ დანახარჯებს.

გამძლეობა  - ქაფბლოკი გამოირჩევა სიმკვრივით და არ განიცდის დროის ზემოქმედებას. მისი გამოყენება ზრდის კედლის თერმულ წინააღმდეგობას. შენობა მაქსიმალურად დაცულია მიწისძვრების, ქარიშხლების, შტორმების და ძლიერი წვიმების დროს.

სითბოს აკუმულირება - ქაფბლოკის გამოყენების შემთხვევაში  შენობებს გააჩნიათ მაღალი თერმული წინააღმდეგობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობის ხარჯებს.

​​მიკროკლიმატი - ქაფბლოკი არეგულირებს ჰაერის სინოტივეს ოთახში ნესტის შთანთქვის და გაცემის გზით და ხელს უწყობს სახლში სასიამოვნო მიკროკლიმატის შექმნას.

ხმის იზოლაცია გააჩნია ხმის დამხშობი უნარი

ეკოლოგიურად სუფთა მასალა ქაფბლოკის ექსპლუატაციისას არ გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები და აბსოლუტურად უსაფრთხოა გამოყენებისთვის.