მიმდინარე სამუშაოები White Sails -ში

logo
slider left
მიმდინარე სამუშაოები White Sails -ში
31 / 03 / 2020

მიმდინარე სამუშაოები White Sails -ში

ძვირფასო სტუმრებო,

ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში არსებული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, მშენებლობის პროცესი კი შეუჩერებლივ მიმდინარეობს, რათა მალე შევძლოთ თქვენი მასპინძლობა.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ჩვენ ვეცდებით გაგცეთ  ამომწურავი პასუხი.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ:

A, B, E და F კორპუსებში დასრულდა აივანების ტიხრების მოწყობა;

A, B, E და F კორპუსებში დასრულდა სახანძრო და უსაფრთხოების მოწყობილობების მონტაჟი;

A, B, E და F კორპუსებში დასრულდა  ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემის (ფანკოილების) მონტაჟი და მიმდინარეობს ცენტრალური სისტემების დაერთების სამუშაოები;

A, B, E და F კორპუსებში  დასრულდა გასაჭიმი ჭერების მონტაჟი, სამღებრო სამუშაოები და ლამინატის დაგება აპარტამენტებში.

F კორპუსში დასრულებულია სტუდიოს ტიპის ბინებში სამზარეულოების მონტაჟი. E და A კორპუსებში დაწყებულია სამზარეულოების მონტაჟი;

A, B, E და F კორპუსებში დასრულდა  ელ. მოწყობილობების მონტაჟი;

დაწყებულია ეზოს ბორდიურების მოწყობა-მოპირკეთება და გამწვანებითი სამუშაოები;

დაიწყო სათამაშო მოედნის მშენებლობა;

C/D საცხოვრებელი სახლი - დასრულდა აივნის მოჭიმვითი სამუშაოები და იწყება სახურავზე საიზოლაციო სამუშაოები;

H1 – დასრულდა კარკასის სამუშაოები;

H2 -  დასრულდა ბლოკების წყობა და დაიწყო პარაპეტების ჩამოსხმა;

დასრულდა სატრანსფორმატორო სადგურის შიდა სამონტაჟო სამუშაოები და დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების ჩილერები.

 

White Sails ჯანმრთელობას გისურვებთ!

#დარჩისახლში

#დაიცავიდისტანცია

Tel: (+995) 598 050 000, (+995) 598 070 000

მაღალი ხარისხის სახურავები